შპს "იუი კომპანია"

ვინ ვართ ჩვენ?

„იუი ელექტრო სკუტერები“ არის ქართული კომპანია, რომელიც ფლობს ელექტრო ტრანსპორტის შოუ რუმს თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზირი # 71) და ქუთაისში (აღმაშენებლის გამზირი # 108). ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდ Kugoo-ს ოფიციალური პარტნიორები. აღნიშნული ბრენდი იყიდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა : გერმანია, იტალია, ესპანეთი და სხვ. ჩვენი კომპანია ცდილობს გაავრცელოს ელექტრო ტრანსპორტის მოხმარება საქართველოში და ამით გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 

რა არის „იუი“-ის მიზანი?

„იუი ელექტრო სკუტერები“-ს (IYI Electric Scooters) მიზანი არის საქართველოში ეკო-მეგობრული სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარება. ელექტრო სკუტერების შეთავაზებით ჩვენ ვეურთდებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებას ვისაც ადარდებს გარემოს დაბინძურების შემცირება და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ფიქრობს.

რა შედის „იუი“-ს სერვისებში?

  •   ტრანსპორტი : გაყიდვაშია ელექტრო სკუტერები, ელექტრო ველოსიპედები, ელექტრო მოტოციკლეტები
  •   აქსესუარები : დამცავი ბოქლომი, მობილურის სამაგრი, იდაყვის და მუხლის დამცავები, ხელთათმანები, საწვიმარი, ყურსასმენები, სკუტერის ზარი
  •   შეკეთების სერვისი : ელემენტის შეცვლა, ხუნდების შეცვლა, ბორბლების შეცვლა, კამერის შეცვლა / დალატკვა, შუქ ფარების გამოცვლა, ელექტროობის გაუმართაობის აღმოფხვრა, ღერძის დადუღება, შეღებვა
  •   გარანტიით მომსახურება გაყიდულ მოდელებზე
  • განვადების შეთავაზება ბანკებში
  •   ტესტ დრაივის შესაძლებლობა

რით არის გამორჩეული „იუი“?

  • ელექტრო სკუტერების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში – 13 სხვადასხვა მოდელი
  •   6 თვიანი გარანტია ყველა მოდელზე, რომელიც ვრცელდება შემდეგ ნაწილებზე : ელემენტი, ძრავი, დედაპლატა
  •   ნებისმეირი მოდელის შეკეთება ჩვენს ოფისში მოყვანიდან მაქსიმუმ 48 საათში
  •   0%-იანი განვადება 3 ბანკში : თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი კრედო
  • ტესტ დრაივის შესაძლებლობა 13-ვე მოდელზე
  •   სკუტერის შეძენის შესაძლებლობა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში (მალე ბათუმშიც)

ჩვენი გუნდი

ჩვენ ყოველთივის მზად ვართ!

Start typing and press Enter to search

ჩემი კალათი
Previous Next
Close
Test Caption
Test Description goes like this